ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ანგისის ქუჩის I შესახვევში ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესი იცვლება. კერძოდ, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე მონაკვეთში ამოქმედდება ცალმხრივი მოძრაობის წესი. დადგენილების თანახმად, ახალი რეგულაცია არ გავრცელდება მხოლოდ სპეციალური დანიშნულების ავტომობილებზე.
“საკრებულოს გადაწყვეტილების მიზანია მოძრაობის გამარტივება, საცობების თავიდან აცილება და გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესება. ინიციატივა ეფუძნება ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სატრანსპორტო ნაკადის ანალიზს და უსაფრთხოების ნორმებს,” – წერია დოკუმენტში.
დადგენილების მიხედვით, ბათუმის მერია ვალდებულია:
დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს ქუჩის შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვა და მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება.



