ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტს ნაგავშემკრები ავტომანქანა დროებით სარგებლობაში გადასცა. საკითხი საკრებულოში განსახილველად ოზურგეთის მერიის ეკონომიკის სამსახურიდან შევიდა.
სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ტექნიკის დროებითი გადაცემა არ შეუშლის ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების სისუფთავის უზრუნველყოფას და მიმდინარე სამუშაოებს.
წყარო: გურია ნიუსი



