Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

GIPA-ს სტუდენტების სასწავლო ვიზიტი შუახევის ჰესების კასკადზე

აჭარა თაიმსი ივნისი 5, 2026
IMG_7939

28-29 მაისს, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შუახევის ჰესების კასკადს ეწვივნენ.

ვიზიტი განხორციელდა GIPA-სა და შუახევის ჰესების კასკადის მფლობელ ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. პარტნიორობის საფუძველზე, პროგრამის სტუდენტებს ყოველწლიურად ექნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკული სწავლება გაიარონ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგო ობიექტზე.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს და სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სადაც მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ჰიდროელექტრო ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების პროცესების შესახებ, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, საინჟინრო პრაქტიკას და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს შუახევის ჰიდროელექტროსადგური, სხალთა ჰესი და დიდაჭარის კაშხალი, სადაც ადგილზე გაეცნენ ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირების სრულ ციკლს.

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წარმატებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა. გვჯერა, რომ ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარება შეუძლებელია პროფესიონალების გარეშე. სწორედ ამიტომ, ვქმნით შესაძლებლობას, სტუდენტებმა უშუალოდ გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებსპროფესიონალების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებაში,“ – განაცხადა ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა.

Post navigation

Previous: უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქმეზე დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
DSC05857
  • რეკლამა

ქობულეთში „სმარტის“ ახალი მარკეტი გაიხსნა

აჭარა თაიმსი ივნისი 29, 2026
rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა

ივლისი 14, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.