Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

რამდენად საფუძვლიანია საპენსიო სესხზე პროცენტის დამატება – სახალხო დამცველის მიმართვა “ლიბერთი ბანკს”

აჭარა თაიმსი იანვარი 9, 2024
fuli_ajaratimes.ge

სახალხო დამცველი პენსიონერების უფლებების შესაძლო დარღვევებზე წერს და “ლიბერთი ბანკს” მიმართავს. ლევან იოსელიანმა აპარატმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და პენსიონერთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე დაზარალებულ მომხმარებელთა დაცვის მიზნით შესაბამისი დადგენილების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას მოახდენს.

გარდა ამისა, ომბუდსმენმა მოითხოვა – პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ხანდაზმულთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები.

“ხანდაზმულ პირებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივდა, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკით გათვალისწინებული თანხა იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი, ვიდრე საშეღავათო პერიოდის თანხა იყო, შესაბამისად ხანდაზმულებს სესხი გაუძვირდათ და გაეზარდათ სესხის ხელშეკრულების ხანგრძლივობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გააქტიურებით მოსარგებლე მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გადავადებამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც უნდა დაფაროს გადავადებული თვეების შესაბამისი შენატანები. აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა ნაწილს შესაძლოა არ მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე, რის გამოც ვერ ახერხებენ „ლიბერთი ბანკისადმი“ მიმართვას. ძველ გრაფიკზე დაბრუნების და ვალდებულებების რეფინანსირების მოთხოვნა, საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ხშირად, პენსიონერები ამ საკითხებში გარკვეულნი არ არიან. იმ პენსიონერებს, რომლებმაც შესაბამისი პირის/ორგანიზაციის დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სს „ლიბერთი ბანკის მიერ“ პენსიონერებისათვის შეთავაზებული ოვერდრაფტის სესხები. 2023 წლიდან სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრა, თუმცა, 2023 წლამდე აღნიშნული პროცენტი პენსიონერებისათვის შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად, ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე აღებული სესხები გადაანგარიშებდება ახალი პირობებით და ახალი დაბალი პროცენტით, მხოლოდ პენსიონერების მიმართვის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც დგას არათანაბარი ინფორმირების პრობლემა.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და პენსიონერთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე დაზარალებულ მომხმარებელთა დაცვის მიზნით შესაბამისი დადგენილების/მითითების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც სს „ლიბერთი ბანკი“ მოახდენს ბენეფიციარ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას და შესაძლებელი იქნება პენსიონერების მიერ გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება. ასევე, სახალხო დამცველმა მოითხოვა – პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ხანდაზმულთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები,” – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

Post navigation

Previous: სპექტაკლები, რომლებიც იანვარში არ უნდა გამოტოვოთ
Next: რა ეღირება ევრო და დოლარი 10 იანვარს – ვალუტის კურსი ცნობილია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026
ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი

სექტემბერი 2, 2026
სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 2, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026
ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1) 4
  • ბათუმი

ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი

სექტემბერი 2, 2026
სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი sarfi_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.