Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

„აღსაზრდელები ბარცხანის ბაღიდან ამორიცხეს, ორთაბათუმის ბაღი კი ჯერ არ გახსნილა, ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ“

ლევან ურიდია ოქტომბერი 2, 2026
_AJARATIMES.GE

ორთაბათუმში არსებული საბავშვო ბაღის შენობის გახსნას მშობლები და აღსაზრდელები უკვე ორი წელია ელოდებიან, თუმცა შენობის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

როგორც ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, ბავშვები დროებით ბარცხანის დასახლებაში არსებულ საბავშვო ბაღში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით იქიდანაც ამორიცხეს, იმ იმედით, რომ ორთაბათუმის ბაღი მალე გაიხსნებოდა.

„ბარცხანის დასახლებაში არსებულ ბაღში გადაიყვანეს ბავშვები დროებით, თუმცა იქიდანაც ამოირიცხნენ, იმ იმედით, რომ ორთაბათუმის ბაღი გაიხსნებოდა და ბავშვებს იქ ვატარებდით“, – ამბობს მშობელი.

მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ბაღის ხელმძღვანელი მათ ვერ ეუბნება ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ორთაბათუმის ბაღის შენობის სრული რემონტი და როდის შეძლებენ ბავშვები ახალ შენობაში გადასვლას.

აღსაზრდელების მშობლების თქმით, შექმნილი მდგომარეობის გამო მათ ბავშვების დატოვება სამსახურის პარალელურად უჭირთ.

„სახლში ბავშვების დამტოვებელი არ გვყავს. იძულებულები ვართ, ბავშვები სამსახურში ვატაროთ. უკიდურეს შემთხვევაში, მეზობელთან დავტოვოთ დროებით“, – ამბობენ მშობლები.

ორთაბათუმის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი თინათინ წინწკალაძე ამბობს, რომ ბაღის გახსნა ახალი ავეჯის დამატებაზეა დამოკიდებული.

„ბაღის გახსნა დამოკიდებულია ახალი ავეჯის დამატებაზე, რომელსაც ველოდებით. რემონტი დასრულებულია და მხოლოდ მინიმალური სამუშაოები დაგვრჩა. ბარცხანის საბავშვო ბაღში დროებით გადაყვანილი აღსაზრდელები ამოირიცხნენ, რადგან გვაქვს იმედი, რომ ამ წელს აუცილებლად შევალთ ჩვენს ახალ შენობაში. ჯერჯერობით ბავშვები არც ერთ საბავშვო ბაღში არ არიან. როგორც კი ბაღი დაიწყებს მუშაობას და გაიხსნება, შეგატყობინებთ“, – თქვა ჩვენთან საუბრისას თინათინ წინწკალაძემ.

 

Post navigation

Previous: „პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ
Next: ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 5, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 28, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

ლევან ურიდია სექტემბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 8, 2026
ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს charbi wona_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ოქტომბერი 7, 2026
საწვავი ისევ გაძვირდა – რეგულარის ფასი 4 ლარს აღემატება sawvavi,kalonka_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საწვავი ისევ გაძვირდა – რეგულარის ფასი 4 ლარს აღემატება

ოქტომბერი 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 7, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 8, 2026
ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს charbi wona_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ოქტომბერი 7, 2026
საწვავი ისევ გაძვირდა – რეგულარის ფასი 4 ლარს აღემატება sawvavi,kalonka_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საწვავი ისევ გაძვირდა – რეგულარის ფასი 4 ლარს აღემატება

ოქტომბერი 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 7, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა

ოქტომბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.