Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა – ია ხალვაში გაათავისუფლეს

სულხან მესხიძე იანვარი 14, 2026
ia xalvashi_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა – ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალვაში თანამდებობიდან გათავისუფლებულია. არსებული ინფორმაციით, იგი პირდაპირ სახლში გაუშვეს და სხვა პოზიცია არ შეუთავაზებიათ.

ია ხალვაშის შესაძლო გათავისუფლების შესახებ „აჭარა თაიმსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსია დაიწყო. მოქალაქეების ნაწილი რეალური პროფილებიდან წერდა, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებისა და ბავშვების მიღების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნის პრაქტიკა არსებობდა.

ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება თუ საქმე ცილისწამებასთან გვაქვს – ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნულ კომენტარებზე ქობულეთის მერიას რეაგირება არ მოუხდენია. უწყებაში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების შეფასება მათი კომპეტენცია არ არის.

ამ დროისთვის საქმე ია ხალვაშის გათავისუფლებით დასრულდა, თუმცა „აჭარა თაიმსის“ წყაროები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ქობულეთის საბავშვო ბაღების საქმიანობით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ.

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ აიპი ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებას უკვე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გუშინ, გვიან ღამით, ხელმძღვანელად თანამდებობაზე ირმა მეგრელიძე დაინიშნა. იგი მანამდე ქობულეთის კოლეჯ „ახალი ტალღა“-ს დირექტორი იყო.

ჩვენი ინფორმაციით, ირმა მეგრელიძის დანიშვნის პროცესში აქტიურად იყო ჩართული საპატრიარქო და ადგილობრივი ეპარქია. ცნობილია, რომ მისი მეუღლე სასულიერო პირია და ქობულეთის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს.

ამასთან, ქობულეთის მერიაში ოფიციალურად გამოცხადდა საყოველთაო რეორგანიზაცია, რომელიც როგორც დაბალი, ისე მაღალი რგოლის საჯარო მოხელეებს შეეხება. პროცესის დეტალები და შესაძლო საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე საჯაროდ არ კონკრეტდება.

„აჭარა თაიმსი“ მოვლენების განვითარებას დააკვირდება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ლევან ურიდია ოქტომბერი 5, 2026
oqros maziebeli_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ლევან ურიდია ოქტომბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება frenburti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

ოქტომბერი 9, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.