Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

აჭარის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, რომელსაც სახლში ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 3 ვაზნა აღმოაჩნდა

აჭარა თაიმსი ივლისი 19, 2024
policia_AJARATIMES.GE

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 9 პირი.

“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული ზ.ქ. და 1999 წელს დაბადებული ნ.ე. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თ.ც. – ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი , 27 ვაზნა მჭიდი და თ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ო. დააკავეს. სამართალდამცველებმა ო.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ო. დააკავეს. პოლიციამ ბ.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 57 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჯ. – ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 3 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა რ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 ვაზნა ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1958 წელს დაბადებული მ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 96 ვაზნა ნივთმკიცებადაა ამოიღებული,” – წერია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=MXv7huo_sPo[/embedyt]

Post navigation

Previous: სარფში ორი ადამიანი დააკავეს, ისინი საზღვრის გადმოკვეთას უკანონოდ ცდილობდნენ
Next: ბათუმში რამდენიმე ავტომობილი დააზიანეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აჭარა თაიმსი აპრილი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აჭარა თაიმსი აპრილი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასახლება ბათუმში საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გარეშე, ქვეწარმავლები და მღრნელები – მოსახლეობა შველას ითხოვს

სულხან მესხიძე აპრილი 8, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026
ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა police_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა

აპრილი 9, 2026
ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.