Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ბათუმის ახალი სასაფლაოს ბედი კვლავ გაურკვეველია

სულხან მესხიძე თებერვალი 21, 2024
sasaflao_ajaratimes.ge

“ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს და 100 წლის განმავლობაში არ დაგვჭირვებოდეს სასაფლაო” – ასე უპასუხა კითხვას აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, რომელსაც ხაახლოებით, 10 წლის წინ დაწყებული სასაფლაოს მშენებლობის შესახებ ვკითხეთ. მოკლე კომენტარის შემდეგ ტიტე აროშიძემ ჩვენთან ინტერვიუ შეწყვიტა და კაბინეტში შეიკეტა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასევე, უპასუხოდ დატოვა კითხვა რა ეტაპზეა გამოძიება, რომლის შესახებაც საზოგადოებას ამ დრომდე  ინფორმაცია არ გააჩნია. კითხვებს ბათუმის მერიაშიც არ პასუხობენ.

ცნობისთვის: არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, ბათუმში ახალი სასაფლაოს გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თითქმის ათი წელია თვითმმართველი ქალაქის მერია სამუშაოების დასრულებას აანონსებს, თუმცა შედეგი არ ჩანს. თავდაპირველი დათქმით, პროექტი 2017 წელამდე უნდა დასრულებულიყო.

ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისთვის თავდაპირველად 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა, მათ შორის გაიზარდა თანხის მოცულობაც. 

ერთ-ერთი ვერსიით, სასაფლაოს გახსნის პროცესს ტერიტორიის გეოლოგიურად არამდგრადობა აფერხებს. 2019 წელს „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ მიწა უნდა “დაჯდეს”, რასაც მისი ვარაუდით დაახლოებით ორი წელი სჭირდებოდა. ამ ვადის გასვლის შემდეგაც მწვავე საკითხი, რომელიც ქალაქისთვის ბევრი გარემოების გამო მნიშვნელოვანია მერიამ ისევ მიივიწყა.

რაში დაიხარჯა მილიონები – ახალი სასაფლაოს მშენებლობის საქმეს აჭარის პროკურატურა წლებია იძიებს.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი, ხარვეზებით შესრულდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქში არსებული სასაფლაოზე ადამიანის დაკრძალვისთვის საჭირო ტერიტორია წლებია აღარ არის. მოქალაქეებს კი კერძო ტერიტორიების შესყიდვა დიდი თანხის სანაცვლოდ უწევთ. გარდა ამისა, პროცესი იმდენად ქაოტურია ხალხი საფლავს იქ აკეთებს, სადაც მას მოესურვება, მათ შორის დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში.

Post navigation

Previous: 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით “ლელო” რეგიონებში შეხვედრებს იწყებს
Next: ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„სარფის“ საბაჟოდან საქართველოში პომიდორის შემოტანას ცდილობდნენ, ბოსტნეულზე მავნე ორგანიზმის კვალი აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები VS ჟურნალისტი

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მაისი 29, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 3
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.