Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ქობულეთი

ბათუმის თევზის ბაზარში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 20, 2024
METEVZE_AJARATIMES.GE

ბათუმის თევზის ბაზარში, ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია გამოვლინდა, ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სააგენტოში ქობულეთიდან, შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სპეციალისტებმა მოკვლევა დაიწყეს.

“სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში ,,magnetic beach resorts“ (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და რესტორანში „ლურჯი ტალღა“, სადაც მიირთვეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2) შეძენილი თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტები.

არაგეგმური ინსპექტირებისას, სასტუმროს სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარშიც (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები. მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი შალმონელლა სპპ, ხოლო ერთში – ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli.

ბიზნესოპერატორი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის 3 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით; ასევე, დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული ზღვის პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება,” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: “ოცნების” დელეგატები ნეპოტიზმითა და უკონკურენტოდ ტენდერების მოგებით გამდიდრდნენ – ენმ
Next: ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ღია ფესტივალი გაიმართება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერიის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაო მდინარეს აბინძურებს

სულხან მესხიძე მაისი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

სულხან მესხიძე აპრილი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026
დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა Picture1
  • რეკლამა

დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა

მაისი 9, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.