Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

ბათუმში დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელმაც ქალს ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუვრცელა

აჭარა თაიმსი აგვისტო 14, 2024
dakaveba_AJARATIMES.GE

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სექსუალური გამოძალვის ფაქტზე, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ 24 წლის ქალმა, სოციალური ქსელით 45 წლის თურქეთის მოქალაქე კაცი გაიცნო. ისინი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და სასიყვარულო, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

“დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული თურქეთის მოქალაქე, დაზარალებულს ფარულად, მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა, ასევე, მისი ტელეფონიდან ფარულად გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა გოგომ თურქეთის მოქალაქესთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა, ბრალდებულმა ფარულად მოპოვებული კადრებით შანტაჟი დაიწყო და გოგოს მასთან ურთიერთობის აღდგენა მოსთხოვა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, შურისძიების მიზნით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალის ოჯახის წევრებთან და ნაცნობებთან გაავრცელა.

გარდა ამისა, თურქეთის მოქალაქემ დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების სახელით სოციალურ ქსელებში ყალბი გვერდები შექმნა, სადაც 2022, 2023 და 2024 წლებში, დაზარალებული ქალის ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალას საჯაროდ სისტემატურად ათავსებდა. ასევე, უცნობ პირებს დაზარალებულის სახელით წერდა და მის საკონტაქტო ინფორმაციას აწვდიდა, უგზავნიდა ინტიმურ ფაილებს, რის შედეგადაც მას უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი კაცები.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, კონფიდენციალურობის სრული დაცვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა დანაშაულში მხილებული თურქეთის მოქალაქის სასტუმროს ნომერში, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, მათ შორის, მის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა იმ სოციალური ქსელის მისამართები, რომელთა გამოყენებითაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალის გავრცელება ხდებოდა, რის შემდეგაც ბრალდებული დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Post navigation

Previous: 1 ადამიანი დაშავა, 3 ავტომობილი კი დაზიანდა – ავარია ბათუმში
Next: ქობულეთის მერის ხელფასი 552 ლარით გაიზარდა, ლევან ზოიძემ 1 მოადგილეც დაიმატა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 19, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა

მაისი 20, 2026
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043 3
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.