საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ა.კ. ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ის გერმანიისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით იძებნებოდა.
დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი იმ პერიოდში გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.



