Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში „მსხვილ ინვესტორად“ წარმოდგენილი პირი სინამდვილეში 364 მილიონი დოლარის ნარკოტრაფიკის საქმეზე ძებნილი პირია – „აი, ფაქტის“ გამოძიება

აჭარა თაიმსი იანვარი 22, 2026
_AJARATIMES.GE

ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომელიც პლატფორმა „აი ფაქტმა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოამზადა (OCCRP, The Reporter, Voice of Democracy, Rappler), აჩვენა, რომ ბათუმში მსხვილ უცხოელ ინვესტორად წარდგენილი თომას შუ სინამდვილეში ტაივანში დაბადებული და საკუთარ ქვეყანაში ძებნილი ნარკოდამნაშავეა.

გამოძიების მიხედვით, თომას შუ, რომლის ნამდვილი სახელი მინგ ჩინ ჰსუა, ტაივანი 2014 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო. მოგვიანებით მან ფილიპინებისა და კამბოჯის მოქალაქეობა მიიღო და იდენტობაც შეიცვალა. სამი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები მას 2016 წელს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ, რაც აზიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნარკოსინდიკატს – „Sam Gor“-ს უკავშირდება. ოფიციალური ბრალი ამ ეპიზოდზე შუსთვის არ წარდგენილა.

„აი, ფაქტის“ გამოძიება აღწერს, როგორ გამოჩნდა შუ საქართველოში 2021 წელს, როგორც კამბოჯური უძრავი ქონების დეველოპერული ჯგუფის – „Lixin Group“-ის წარმომადგენელი. ამ სტატუსით ის მონაწილეობდა მაღალი დონის ღონისძიებებში, გახდა ბათუმის „დინამოს“ სპონსორი და კლუბის საპატიო პრეზიდენტიც. იმ პერიოდში ქართულ მედიაში იგი პოზიციონირდებოდა როგორც ინვესტორი, რომელიც ბათუმში მილიარდლარიანი პროექტების განხორციელებას გეგმავდა.

გამოძიება ასევე ეხება „Halcyon Towers“-ის პროექტს, რომელიც ბათუმში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის დაანონსებიდან ოთხი წლის შემდეგ მშენებლობა არ დაწყებულა, ხოლო არქიტექტურული ვიზუალიზაციები, როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, მნიშვნელოვნად ჰგავს მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ ჩინეთისთვის შექმნილ დიზაინს.

მასალის თანახმად, მოგვიანებით შუმ საქართველოში არსებული აქტივები ეტაპობრივად გადააფორმა ოჯახის წევრებზე და მისი სახელი ქართული კომპანიების დოკუმენტებიდან გაქრა. პარალელურად, „Lixin Group“-მა უარყო მისი კავშირი კომპანიასთან და მას შემდეგ შუს შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალური პლატფორმებიდან წაიშალა.

„აი, ფაქტის“ გამოძიება ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ანგარიშში აღწერილი „Business Group 2“, რომელიც ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ქსელად არის მოხსენიებული, წყაროების თქმით, სწორედ „Lixin Group“-ს უკავშირდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფის ინტერესებში საქართველოც, მათ შორის ბათუმიც, მოიაზრება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ეს შემთხვევა აჩვენებს საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოწმებისა და ინსტიტუციური ზედამხედველობის სისუსტეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი პროექტები აჩენს კითხვებს, ვინ და რა ინტერესებით დგას „მსხვილი ინვესტორების“ უკან და რამდენად დაცულია ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის განვითარების ინტერესები.

Post navigation

Previous: ბათუმში მიკროავტობუსების მარშრუტები იცვლება – უქმდება N24, N30, N32 და N36, ემატება ახალი N35
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 3, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.