
შვიდიდან ცხრა სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში, საპლაჟო ფრენბურთში „შავი ზღვის დედოფლები 2024“ გაიმართება. ტურნირი ქალ ფრენბურთელებს შორის ჩატარდება.
ტურნირის წილისყრა ექვს სექტემბერს, 20:00 საათზე, ბათუმის ახალი ქვიშის მოედანზე გაიმართება. „შავი ზღვის დედოფლები 2024“ აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება.