ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ვარდების სკვერში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით – ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაიწყო.
ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა. მასში ჩანს, როგორ სცემენ რამდენიმე ახალგაზრდა ძირს დაგდებულ ბიჭს, ურტყამენ წიხლებს, კისერზე ფეხებს უჭერენ და მის დახრჩობას ცდილობენ.
ერთ მომენტში მსხვერპლი დახმარებას ითხოვს. ვიდეოში ისიც ჩანს, რომ ძალადობაში მონაწილეებიდან ზოგიერთები სხვებს შეჩერებისკენ მოუწოდებენ, თუმცა დაპირისპირება გაგრძელდება და საბოლოოდ მეორე ახალგაზრდასაც სცემენ.



