Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გოგოლის ქუჩაზე მდებარე კორპუსები სოციალური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული – ნინო ნიჟარაძე

სულხან მესხიძე იანვარი 27, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსები სახელმწიფოს ქონებაა და მათი გამოყენება სოციალური მიზნებისთვის იგეგმება. ამის შესახებ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახებმა განცხადებით უნდა მიმართონ ქალაქ ბათუმის მერიას, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან შემდგარი სპეციალური კომისია ფუნქციონირებს და თითოეული განცხადება ინდივიდუალურად, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად განიხილება.

„გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსები არის სახელმწიფოს ქონება და მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის. სპეციალური კომისიის მიერ თითოეული განცხადება იქნება ინდივიდუალურად შესწავლილი და ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს – როგორიცაა უსახლკარო მოქალაქე, სოციალური ქულა, შშმ სტატუსი, ეკომიგრანტი და ა.შ. აუცილებლად მიიღებს ბინას. გარდა ამისა, აღნიშნული შენობა დღევანდელი მოცემულობით არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს, ამიტომ დამატებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რასაც დასჭირდება გარკვეული დრო“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

რაც შეეხება ვადებს, მინისტრმა ვერ დააკონკრეტა, რა პერიოდში იქნება კორპუსები საცხოვრებლად ვარგისი ან როდის დაიწყებს კომისია განცხადებების განხილვას.

ამასთან, გოგოლის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს პროცესს და აცხადებს, რომ არსებობს რისკი, ბინები ისეთმა პირებმა მიიღონ, რომლებიც რეალურად დახმარებას არ საჭიროებენ. ისინი პარალელს ავლებენ ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ და შიშობენ, რომ პროცესი ამ შემთხვევაშიც არასამართლიანად წარიმართება.

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან.

საუბარია ქონებაზე, რომელიც თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ჩამოართვეს. როგორც ცნობილია, მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ბათუმში მდებარე 16 081 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შვიდი კორპუსი. აღნიშნული შენობები თავის დროზე უნებართვოდ იყო აშენებული.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სხეულის გადაციება სახელდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი სექტემბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.