Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

დაუსრულებელ კორპუსი ბათუმში — მესაკუთრეთა პროტესტი და კომპანიის დუმილი

სულხან მესხიძე აპრილი 26, 2025
dausrulebeli mshenebloba_AJARATIMES.GE

ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩის №24-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში არ დასრულდა. ბინა ექსპლუატაციაში 2023 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მესაკუთრეთა თქმით, სამუშაოები შეჩერებულია და ობიექტი მიტოვებულია.

კორპუსში ბინები 172 ოჯახს აქვს შეძენილი, თუმცა მათ დღემდე არ გააჩნიათ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია მშენებლობის დასრულებისა და საკუთრების უფლებების გადაცემის თარიღზე. მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მშენებელი კომპანია — შპს “გარდენ პალასი” — კითხვებზე პასუხს არ სცემს და კომუნიკაცია მთლიანად შეწყვეტილია.

მესაკუთრეთა ნაწილმა დღეს ადგილზე საპროტესტო აქცია გამართა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩარევა მოითხოვა. მათი მთავარი მოთხოვნაა, აჭარის მთავრობის და სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მიექცეს შექმნილ მდგომარეობას.

„დაირღვა პირობები, არ ჩაგვბარდა ბინა. კომპანია პასუხისმგებლობას გაურბის, არ გამოდიან კონტაქტზე. 172 ოჯახი ვართ საკუთრების გარეშე. ვითხოვთ ბინების დროულად ჩაბარებას. ძალიან დავზარალდით — ნაწილმა ქირით ცხოვრება ვეღარ გააგრძელა და დაუსრულებელ კორპუსში შესახლდა,“ — განაცხადა ერთ-ერთმა მესაკუთრემ „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას.

ადგილობრივების თქმით, მშენებელი კომპანიის დირექტორი ვაჟა თურმანიძე მათ ზეწოლით ემუქრება: „მისი მამა შუახევის პოლიციის განყოფილების უფროსია და გავლენებით გვემუქრება. რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, როგორც თავად ამბობს, არაფერი გამოგვივა.“

ინფორმაციისთვის: შპს “გარდენ პალასის” წარმომადგენლები — იუსუფ და ვაჟა თურმანიძეები — არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს, შესაბამისად მათი პოზიციის მოსმენა ვერ მოვახერხეთ.

გარემოება: ბათუმში დაუმთავრებელი და ექსპლუატაციაში არშესული კორპუსების პრობლემა სისტემური და გრძელვადიანია. ასეულობით ობიექტი დღესაც ან მიტოვებულია, ან შეჩერებული, რის გამოც ათასობით ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ამ პრობლემაზე ადგილობრივები აქტიურად საუბრობენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებას სთხოვენ, რეალური ნაბიჯები პრაქტიკულად არ იდგმება. მშენებლობის სფეროში არსებული მარეგულირებელი მექანიზმების სისუსტე და კონტროლის ნაკლებობა პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.

ცნობისთვის: ცხადია, „აჭარა თაიმსი“ კითხვებით მიმართავდა ბათუმის მერიას. თუმცა, როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ თანამშრომლობს დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიასთან — მათ შორის, ისინი საჯარო შეხვედრებსაც იზოლირებულ სივრცეში ატარებენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ თვითმმართველობას სურვილი გაუჩნდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, მათი კომენტარი სრულად გამოქვეყნდება და მასალა განახლდება.

Post navigation

Previous: დინამოელთა დერბი ფრედ დასრულდა
Next: “კ.კ ბათუმმა” “ქუთაისთან” პლეი-პფის მეორე მატჩი წააგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.