Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

დეპუტატის ოჯახის კომპანიამ ტენდერებიდან მილიონობით ლარი მიიღო – კვლევა

აჭარა თაიმსი მარტი 31, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმის საკრებულოს წევრი გიორგი ლომთათიძე 2021 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ დეპუტატია. ამავე პერიოდში, 2021-2025 წლებში, მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ  „კომპასი ჯ.კ“-მ სახელმწიფო ტენდერებიდან 3,848,985 ლარის ღირებულების 14 კონტრაქტი მოიგო.

მანამდე, 2019-2021 წლებში, კომპანიას ტენდერებიდან მიღებული ჰქონდა 762,432 ლარი. ჯამში, ბოლო 7 წლის განმავლობაში „კომპასი ჯ.კ“-ის შემოსავალმა ტენდერებიდან 4,614,417 ლარი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ლომთათიძის სიძე, გიორგი ხელაძეა. თავდაპირველად კომპანია ლომთათიძის დას – ეკატერინე ლომთათიძეს ეკუთვნოდა, შემდეგ კი მამას, დამირ ლომთათიძეს, რომელმაც 2019 წელს წილი უსასყიდლოდ გადასცა სიძეს. კომპანია ძირითადად სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ 1,084,272 ლარის ღირებულების 3 ტენდერი „კომპასი ჯ.კ“-მ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისგან მიიღო. ეს გარემოება კითხვებს აჩენს ინტერესთა შესაძლო კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგან საკრებულოს წევრის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ მუნიციპალიტეტის სტრუქტურების კონტროლია.

კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა „ბათუმის ბულვართან“ დაკავშირებულ ტენდერებზე. კომპანიამ ამ უწყების მიერ გამოცხადებული 420,878 ლარის ღირებულების 2 ტენდერი მოიგო. ამ დროს კი ბულვარის დირექტორის მოადგილე და სატენდერო კომისიის წევრი გიორგი ლომთათიძის მეუღლე სოფიკო გუჯაბიძეა.

დოკუმენტების მიხედვით, გუჯაბიძემ ორივე შემთხვევაში დაადასტურა, რომ მას და კომპანიას შორის ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობდა, თუმცა აღნიშნული ფაქტები დამატებით კითხვებს აჩენს საჯარო ინტერესისა და შესაძლო გავლენების შესახებ.

Post navigation

Previous: „სკ ბათუმის“ ლეგიონერი ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
Next: „კერხერი“ მომხმარებლის უფლებების დარღვევაში ამხილეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველი ბათუმის „ყავის გვირაბი“

სულხან მესხიძე სექტემბერი 12, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ადამიანი ჩამოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“ geka geladze shss_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“

სექტემბერი 14, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 1
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“ geka geladze shss_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“

სექტემბერი 14, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.