Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

„დიდაჭარობის თასი“ – გამოვლინდნენ გამარჯვებულები

აჭარა თაიმსი მაისი 19, 2025
_AJARATIMES.GE

18 მაისს, შუახევის სპორტულ ცენტრში ტრადიციული ქართული ჭიდაობის ტურნირი – „დიდაჭარობის თასი“ გაიმართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა 2008-2010 წლებში დაბადებულმა 45 სპორტსმენმა მიიღო, რომლებიც აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარმოადგენდნენ. ბრძოლები რვა წონით კატეგორიაში წარიმართა.

ტურნირი განსაკუთრებული ინტერესითა და სპორტული ჟინით გამოირჩეოდა. ახალგაზრდებმა თავი მაღალი დონის ფიზიკური მომზადებითა და ტაქტიკური ჭიდაობით გამოიჩინეს. საბოლოოდ, გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება შუახევის ნაკრებს ერგო, რომელიც ტურნირზე ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა.

ინდივიდუალურ დაპირისპირებებში 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ქობულეთელმა გოჩა კახაძემ მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა კახაძე, ხოლო მესამე ადგილი დენის სობოლევს ხვდა წილად.

50 კილოგრამში გამარჯვებული გახდა შუახეველი ლუკა ბოლქვაძე, მეორე ადგილზე საბა ებრალიძე გავიდა, მესამე კი ნიკა ტაკიძე გახდა.

55 კილოგრამში პირველობა ქობულეთელმა ნიკა ბიბინიძემ მოიპოვა, მეორე ადგილი ბათუმელმა დათო ბასმანოვმა დაიკავა, ხოლო მესამე – ლუკა სურმანიძემ.

60 კილოგრამში საუკეთესოდ გიორგი ტაკიძე (შუახევი) დასახელდა, მეორე ადგილი ლერი შაინიძემ (ქობულეთი), ხოლო მესამე – აჩიკო სუხიტაშვილმა (ბათუმი) მოიპოვეს.

66 კილოგრამში ტურნირის გამარჯვებული ანრი თავდგირიძე (შუახევი) გახდა, მეორე ადგილზე გაბრიელ ქაჯაია (ბათუმი), ხოლო მესამე ადგილზე საბა შავაძე (ქობულეთი) გავიდნენ.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო გახდა ზურა ბერიძე (ქობულეთი), მას მოჰყვა ლუკა თავართქილაძე (ხულო) და ზაზა ბერიძე (შუახევი).

81 კილოგრამში პირველობა ლუკა ფუტკარაძემ (შუახევი) მოიპოვა, მეორე ადგილს რევაზ გოგიტიძე (ქედა), ხოლო მესამეს იბრაჰიმ ანანიძე (ხულო) დაეუფლნენ.

81 კილოგრამზე მაღალი წონის (+81 კგ) კატეგორიაში პირველი ადგილი ნიკა ბერიძეს (შუახევი) ერგო, მეორე ადგილზე ლუკა ბაკურიძე (შუახევი), ხოლო მესამე ადგილზე ბექა კვირიკაძე (ქედა) გავიდნენ.

ტურნირი „დიდაჭარობის“ დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასა და ქართული ჭიდაობის ტრადიციების შენარჩუნებას.

ღონისძიება აჩვენებს, რომ აჭარაში სპორტულ ტალანტებს მყარად უჭირავთ ადგილი და მათ განვითარებას ასეთი შეჯიბრებები ეფექტურად უწყობს ხელს.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: ქობულეთში პროტესტი გრძელდება – მოსახლეობა წინაპრების მიწის დასაბრუნებლად იბრძვის
Next: უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – შსს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
biliardi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში კომბინირებულ პირამიდაში ევროპის თასი იმართება

აჭარა თაიმსი სექტემბერი 8, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026
დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში police_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

სექტემბერი 13, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge 5
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.