„დინამო ბათუმი“ დავითი ყიფიანის სახელობის თასის, მეოთხედ ფინალში გავიდა. ¼ ფინალში გასავლელად „ბათუმელებმა“ „სიონს“ მოუგენ.
შეხვედრის ძირითადი დრო, 1 – 1 დასრულდა, 54-ე წუთზე მატჩის ანგარიში დათა სიჭინავამ („სიონი“) გახსნა, 84-ზე ლევან ხოზრევანიძემ (დინამო ბათუმი) ანგარიში გაათანაბრა. მატჩის დამატებით დროში, გუნდებმა ანგარიში 2 – 2 გახადეს, გოლები გაიტანეს: დათა სიჭინავამ („სიონი“ – 120+1 წთ-ზე) და ლუკა წულუკიძემ („დინამო ბათუმი“- 111წთ-ზე).
დინამო ბათუმმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა. „დინამოს“ ფეხბურთელებმა ოთხი პენალტი გაიტანეს, ხოლო „სიონმა“ მხოლოდ ერთის გატანა შეძლო.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



