„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩში „რუსთავთან“ ანგარიშით 0:3 წააგო. მიმდინარე სეზონში ეს „თოლიების“ პირველი მარცხია.
„რუსთავმა“ მატჩის პირველი გოლი 61-ე წუთზე გაიტანა – იაკობიძემ სეიხასის მიერ კუთხურიდან შესრულებული ჩაწოდების შემდეგ თავი გამოიჩინა. 64-ე წუთზე დე ალმეიდამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო ფინალური ანგარიში 90-ე წუთზე გუჯაბიძემ დააფიქსირა.
„დინამო ბათუმი“ შემდეგ მატჩს 11 აპრილს გამართავს – „თოლიები“ გადადებული პირველი ტურის შეხვედრაში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



