Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2024
sakartvelo chineti_ajaratimes.ge

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2024 წლის 28 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის უვიზოდ ყოფნის ხანგრძლივობა არ ექვემდებარება გახანგრძლივებას, გარდა ჰუმანიტარული მიზნების და ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევებისა.

შეთანხმება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გეგმავენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას, ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, გამგზავრებამდე მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

ჩინეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს თან უნდა იქონიონ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა ჩინეთში ყოფნის პერიოდს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ ექვსი თვით, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვებაზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეზღუდულია სხვადასხვა სოციალური და მობილური პლატფორმით სარგებლობა.

Post navigation

Previous: რომელ მედიასაშუალებას აქვს ყველაზე მეტი შემოსავალი – 2024 წლის I კვარტლის მონაცემები ცნობილია
Next: “აჭარა თაიმსის” წყაროს ცნობით რესან კონცელიძე გაქურდეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი გადაარჩინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“ geka geladze shss_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“

სექტემბერი 14, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 1
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“ geka geladze shss_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“

სექტემბერი 14, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.