Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026
restorani batumshi_AJARATIMES.GE

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, საბაგიროს უკან, ზღვის სანაპიროზე რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია. ადგილზე სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეა აღარ მიმდინარეობს და ტერიტორია მიტოვებულია.

ორსართულიანი რესტორნის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ 2024 წელს გასცა. დოკუმენტის მიხედვით, ნებართვის მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აგვისტომდე იყო.

აღნიშნული ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტს 15-წლიანი იჯარით აქვს გასხვისებული. იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, მოიჯარეა შპს „555“, რომელმაც ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად 72 550 ლარი უნდა გადაიხადოს.

ღია წყაროების თანახმად, შპს „555“-ის მესაკუთრე და დირექტორი მარად აბულაძეა. მან 2020 წელს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 10 ათასი ლარი შესწირა.

მარად აბულაძის თქმით, მშენებლობის პროცესის შეჩერება ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. გვითხრა, რომ აღნიშნულ საკითხს აგვარებს და სამუშაოები მალე განახლდება. აბულაძის თქმით, სამშენებლო ვადებში ცვლილება შევიდა და ვალდებულებების შესრულების ვადა მომდევნო წლის თებერვლამდე გაგრძელდა.

„რაღაც ფინანსური პრობლემებია, ვაგვარებ და განახლდება სამუშაოები. ცვლილება შევიტანეთ და თებერვლამდე გვაქვს ვადა. ცოტა ძვირი დაჯდა ეს პროექტი, ცოტა გაუთვალისწინებელი ხარჯებიც გვქონდა. ბანკთან ვაგვარებ და გაგრძელდება მალე“, – თქვა მარად აბულაძემ „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას.

„აჭარა თაიმსის“ წყაროების ინფორმაციით, მარად აბულაძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის და მისი მამის, დავით რიჟვაძის თანასოფლელი და მათთან დაახლოებული პირია. მარად აბულაძესა და მის ბიზნესპარტნიორს რიჟვაძეებთან წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.

მარად აბულაძე რიჟვაძეებთან ახლობლობას ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ მშენებლობის შეფერხება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის გარემოცვასთან რაიმე კავშირშია.

„რა შუაშია? თორნიკე რიჟვაძე დაბადებული არ იყო, მე სამეწარმეო საქმიანობას რომ ვეწეოდი. სისულელეა, რასაც ამბობთ. მე როცა დავიწყე საქმიანობა, მაგ დროს თორნიკე რიჟვაძე იქნებოდა ბავშვი. ახლობლობა აჭარაში ვის უკვირს? სულხან, შეიძლება, რომ მოვიკითხოთ, მე და შენც აღმოვჩნდებით ნათესავები და შინაურები. აჭარა პატარაა. საიდან მოიტანეთ ეს თორნიკე რიჟვაძე, მიკვირს. 2012 წლამდეც მქონდა მე ქონება, მოდით, გაჩვენებთ. ყველაფერი მანამდე მაქვს გაკეთებული“, – თქვა მარად აბულაძემ „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას.

„აჭარა თაიმსმა“ ბათუმის მერიას მიმართა. ჩვენ მუნიციპალიტეტისგან გვაინტერესებდა, დაირღვა თუ არა იჯარის ხელშეკრულებითა და სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული ვალდებულებები, რა სანქცია ან სამართლებრივი ღონისძიება გაატარა მერიამ მოიჯარის მიმართ, რა გახდა პროექტის შეჩერების მიზეზი და იგეგმება თუ არა სამუშაოების გაგრძელება – მიუხედავად რამდენიმედღიანი ლოდინისა, უწყებამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

Post navigation

Previous: ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
Next: ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.