Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

თსუ-ს კალათბურთელებმა საქართველოს თასი მოიპოვეს

აჭარა თაიმსი აპრილი 11, 2024
sporti_AJARATIMES.GE

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი ზედიზედ მეორედ საქართველოს თასის მფლობელი გახდა. თსუ კალათბურთელებმა ფინალში გორის „ივერიონი“ 92:81 დაამარცხეს. ფინალურ შეხვედრაში გუნდს ყველაზე მეტი – 31 ქულა კახა ჯინჭარაძემ მოუტანა. ამავე დროს იგი საქართველოს თასის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

თსუ კალათბურთელებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები გულშემატკივრობდნენ.

„ეს არის საუნივერსიტეტო კალათბურთის დიდი გამარჯვება, ვინაიდან მეორე წელია თსუ-ის გუნდი საქართველოს თასის მფლობელია. ვულოცავ ყველა უნივერსიტეტელს, თითოეულ სტუდენტს, პროფესორს, თავად კალათბურთელებს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელის ლექსო ლაფანაშვილის თქმით, ემოციების დაცხრომის შემდეგ, თსუ კალათბურთელები ქვეყნის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებენ, რათა ამ ასპარეზზეც მიაღწიონ წარმატებას.

ინფორმაციისთვის: გასულ სეზონში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა ორივე უმაღლესი ტიტული – საქართველოს თასი და სუპერლიგა მოიგეს და FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს.  

Post navigation

Previous: 15 აპრილს ბათუმში სტუდენტების აქცია გაიმართება
Next: ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც მეუღლე შუახევში გენდერის ნიშნით მოკლა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

აჭარა თაიმსი ივლისი 26, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

Euro Beach Soccer League 2026: B დივიზიონის ჩემპიონი აზერბაიჯანი გახდა

აჭარა თაიმსი ივლისი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 2
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.