Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 24, 2025
irakli garibashvili_AJARATIMES.GE

საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდება წარუდგინა.

შსს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის გამოძიებით დადგინდა, რომ 2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობების დაკავების პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად იყო ჩართული სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში, რაც საჯარო თანამდებობის პირისთვის კანონით აკრძალულია.

გამოძიების მიხედვით, ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნისას იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავალს და მისი წარმომავლობის დასაფარად დეკლარაციებში მიუთითებდა ყალბ მონაცემებს — თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა თანხებს. ამ გზით, 830 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მოხვდა ლეგალურ ბრუნვაში.

პროკურატურის ცნობით, მან 2023–2024 წლებში დაუსაბუთებელი შემოსავლით შეიძინა ორი ავტომანქანა (ღირებულება – 463 630 ლარი), ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით – 210 000 ლარად ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც უძრავი ქონება გააჩნდა. ამასთან, მის ოჯახთან დაკავშირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა 3 670 172 ლარი.

გამოძიების ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ძირითადი ნაწილი – 6 500 000 აშშ დოლარი – უცხოურ ვალუტაში იქნა დაკონვერტირებული და 2025 წლის 17 ოქტომბერს ამოღებულ იქნა ღარიბაშვილის ბინიდან ჩხრეკისას.

ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

გარდამავალი ეტაპის ფარგლებში, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს 1 000 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, ასევე – პასპორტის ჩამორთმევისა და ქვეყნის დატოვების აკრძალვის მოთხოვნით.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს
Next: ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

აჭარა თაიმსი ივნისი 5, 2026
matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

აჭარა თაიმსი ივნისი 5, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 5, 2026
ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge 4
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.