იუსტიციის სამინისტრომ ბათუმში, ფართობი „ქართული ოცნების” შემწირველი ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა – ინფორმაციას ამის შესახე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, იჯარაში ჭყონიას კომპანია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 704,880 ლარს მიიღებს.

„ბათუმი ცენტრალში” ბათუმის #2 იუსტიციის სახლი მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა, მთავრობამ გიორგი ჭყონიასგან სულ 445 კვადრატული მეტრის ფართი იქირავა და ერთ კვადრატულ მეტრზე 132 ლარს უხდის.  იჯარის ხელშეკრულება სამწლიანია და გიორგი ჭყონიას კომპანია ამ პერიოდში 2,114,640 ლარს მიიღებს. 

ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა 2013 წლიდან დღემდე მმართველ პარტიას და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1,500,000 ლარზე მეტი შეწირეს, მათ შორის 135,000 ლარი – მიმდინარე წლის ივლისში. მის კომპანიებს კი სახელმწიფო შესყიდვებიდან 350 მილიონ ლარამდე აქვთ მიღებული, მათ შორის 15 მილიონი – ბოლო 9 თვეში,” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ინფორმაციისთვის: იუსტიციის სახლის რიგით 120-ე ფილიალი „ბათუმი ცენტრალი“-ს შენობაში განთავსდა.

აქვე დაგაინტერესებთ ⇓