კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან პრაქტიკაში აამოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მედიის ობიექტურობის სტანდარტების ეფექტური დაცვას ემსახურება.
კომისიის განმარტებით, კანონი და კოდექსი ეფუძნება გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც კომისიას ანიჭებს უფლებას, გამოიკვლიოს და დაიცვას მედიის ობიექტურობა. მიუხედავად ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისია მხოლოდ საჩივრების საფუძველზე ახორციელებდა რეაგირებას და თავად მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა.
„მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, კიდევ ერთხელ გაეცნონ საკანონმდებლო ნორმებს და უზრუნველყონ ობიექტურობის სტანდარტების დაცვა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მარტში პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებით კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა და მას მიენიჭა საშუალება კონტროლირებისა და სანქცირების შესახებ. ახალი რეგულაციებით ტელე და რადიო მაუწყებლობა ვალდებულია, უზრუნველყოს ფაქტის სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და არასრულწლოვანთა დაცვის სტანდარტების დაცვა.
სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მაუწყებლის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება, ჯარიმა, ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება.



