მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, 1 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს, სანაპირო კურორტებზე კი +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი +36 გრადუსია ნავარაუდევი.
2 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოიღრუბლება. საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, რის შედეგადაც ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაიკლებს.
3 სექტემბერს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები და ელჭექი. ამავე დღეს, მთელ ქვეყანაში შედარებით აგრილდება.
მეტეოროლოგის პროგნოზით, 4 სექტემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და სტაბილური ამინდი შენარჩუნდება.



