ნაჯახით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე და ერთი პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით შემთხვევა წალკის მუნიციპალიტეტში მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.