Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი ხდება – შსს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 28, 2025
policielebi_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის მიღების შედეგად შსს აკადემიას საშუალება მიეცემა საბაკალავრო დონეზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის პროგრამა განახორციელოს. ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და თანმდევ აქტებში უკვე შეტანილია და პარლამენტში განხილვის ეტაპზეა.

პოლიციის აკადემიაში ასეთი ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა პირველად იქმნება. სამწლიანი კურსი მოიცავს ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას, სპეციალურ საგნებს, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების და საპოლიციო საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას ეხება.

პროგრამის დასრულების შემდეგ სისტემას შეემატება ბაკალავრის დიპლომის მქონე კვალიფიკაციის სპეციალისტები – გამომძიებლები, პატრულ-ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, დეტექტივები, მესაზღვრეები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

საბაკალავრო პროგრამაზე მიიღებენ პირებს, რომლებიც შეასრულებენ პოლიციაში სამსახურისთვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. სტუდენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

პროგრამაში ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო კურსის დასრულებისას – საშუალო სპეციალური წოდება, ლეიტენანტი. სწავლის პერიოდი ჩაითვლება სამსახურის სტაჟში. მომავალ პოლიციელებს აკადემია უზრუნველყოფს საჭირო ინვენტარით, სასწავლო მასალით, კვებითა და უნიფორმით. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება საერთო საცხოვრებელიც, ასევე სოციალური და სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც მოქმედი პოლიციელებისთვის არის განსაზღვრული.

Post navigation

Previous: ერთი თვით, ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Next: პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული პროცედურა გაუქმდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

lgbt_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

აჭარა თაიმსი მაისი 17, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

საქართველოში ამინდი უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმი ზღვაზე

აჭარა თაიმსი მაისი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს

მაისი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა

მაისი 17, 2026
საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია lgbt_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

მაისი 17, 2026
ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ

მაისი 16, 2026
მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ policia_AJARATIMES.GE
  • შუახევი

მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ

მაისი 16, 2026
ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს police_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

მაისი 16, 2026
სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს

მაისი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა

მაისი 17, 2026
საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია lgbt_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

მაისი 17, 2026
ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE (1) 4
  • ბათუმი

ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ

მაისი 16, 2026
მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ policia_AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ

მაისი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.