რუსული კანონისა და ანტიამერიკული კამპანიის მხარდამჭერი, თამარ გაბაიძის ოჯახის წევრებმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს თავი ემიგრაციაში წასვლით დააღწიეს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის 132-ე წევრის მეუღლე და ძმა სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.
თამარ გაბაიძე და მისი ოჯახი, ერთის მხრივ ქვეყნისთვის საზიანო პოლიტიკის მხარდამჭერია, ამავდროულად კი, ევროპულსა და ამერიკულ სიკეთეებზე უარს ვერ ამბობს. რამდენად თავსებადია ეს გარემოება მის ხედვებთან? „აჭარა თაიმსი“ პოზიციისთვის თამარ გაბაიძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანა და ინტერვიუს დასრულებამდე ტელეფონი გავითიშა.
აჭარა თაიმსი: თქვენ ხართ “ქართული ოცნების” სიაში წარმოდგენილი, ამის პარალელურად რუსული კანონისა და ანტიამერიკული პოლიტიკის მხარდამჭრად ითვლებით. თქვენი ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში, ეს როგორ გავიგოთ?
თამარ გაბაიძე: თქვენ სადმე გაიგონეთ, რომ მე რუსული კანონის მხადამჭერი ვარ?
აჭარა თაიმსი: თქვენ არ ხართ რუსული კანონისა და “ქართული ოცნების” პოლიტიკის მხარდამჭერი?
თამარ გაბაიძე: რუსული არ არის ეს კანონი ჩემთვის. გარდა ამისა, ევროპელობა და არც ამერიკელობა…. რამე რუსულს ნუ მომაწერთ, მთელი ოჯახი მყავს იქ, ასე რომ ეს რაღაც ინფორმაცია რომ გაქვთ მოპოვებული და მირეკავთ რა დამოკიდებულებაა?
აჭარა თაიმსი: თქვენ წარმოადგენთ ამ ხელისუფლებას, შესაბამისად მისი პოლიტიკის მხარდამჭერი უნდა იყოთ, ასე არაა?
თამარ გაბაიძე: რა თქმა უნდა ვარ, მაგრამ ეს კანონი ჩემთვის რუსული არაა, მორჩა. (ტელეფონს თიშავს)
ინფორმაციისთვის: „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი ამავდროულად ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორია.
“ამ სიაში ყოფნა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. მადლობა ნდობისთვის ქართულ ოცნებას. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ შრომა ფასდება, ამიტომ არასდროს გავჩერდეთ, არ შევწყვიტოთ ვიაროთ სწორი ნაბიჯებით ჩვენი მიზნებისკენ. წარმატებები თითოეულ გუნდის წევრს,” – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ გაბაიძემ მას შემდეგ, რაც ის მმართველი პარტიის სიაში აღმოჩნდა.
აქვე დაგაინტერესებთ: რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკები, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ