საფრანგეთში გამართულ ენრი დელანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხულოელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
გელა ბოლქვაძე, რომელიც 82 კგ. წონით კატეგორიაში იბრძოდა, საფრანგეთის გრან-პრიზე ჩემპიონი გახდა. ოთარ აბულაძე, 72 კგ. წონით კატეგორიაში იბრძოდა და ის მეორე ადგილზე გავიდა, რითაც მან ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ლაშა გობაძე 87 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მეორე ადგილზე გავიდა, შესაბამისად მან ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მესამე ადგილზე გავიდა გიორგი კოჩალიძე, რომელიც 55 კგ. წონით კატეგორიაში იბრძოდა, მესამე ადგილის პროიზიორი ასევე 77 კგ. წონით კატეგორიაში ხვიჩა ანანიძე გახდა.