Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

სავიზო რეჟიმის შეზღუდვის შემთხვევაში რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება ტურიზმის სექტორი – ინტერვიუ ქეთი დოჭვირთან

სულხან მესხიძე ნოემბერი 19, 2024
qeti dochviri_AJARATIMES.GE

“ძალიან დიდი დარტყმა იქნება სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზგვარგარეთ სპონტანურად გამგზავრებას აპირებენ,” – ასე ფიქრობს ტურიზმის სფეროში დასაქმებული, რომელიც სავიზო რეჟიმის მოსალოდნელ შეზღუდვას ეხმაურება.

ქეთი დოჭვირი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ვიზალიბერალიზაციამდე ადამიანებს რა ხანგრძლივი და რთული პროცესის გავლა უწევდათ. გარდა ამისა, ფინანსური დანახარჯიც არც თუ ისე მცირე იყო. ტურისზმის სფეროს სპეციალისტის თქმით, ბიუჯეტური კომპანიების წყალობით ბევრი ქართველი ევროპის კულტურასა და ღირსშესანიშნავობებს გაეცნო, ეს მონაპოვარი კი არავინ უნდა დათმოს.

“რა თქმა უნდა ძალიან დიდი დარტყმა იქნება მთლიანად სექტორისთვის. მათ შორის იმ ადამიანებისთვის ვინც არატურისტული მიზნით მიემგზავრება უცხოეთში. კერძოდ, საქმიანი ან პირადი საჭიროების შემთხვევაში სპონტანური ვიზიტები სჭირდება ადამიანს, ეს კი ბევრ რამეს ცვლის. მე მახსოვს ის პერიოდი, როცა ჩვენ ჯერ კიდევ სავიზო რეჟიმი გვქონდა და მახსოვს რამდენ პროცედურასთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი. პროცედურის გარდა ფულთან და ასევე, დროსთან. სპონტანური გადაწყვეტილების მიღება მოგზაურობაზე ან საზღვარგარეთ გამგზავრებაზე იყო შეუძლებელი. რაც მოგვიტანა ვიზალიბერალიზაციამ არის ის, რომ გამარტივდა საქმიანი ურთიერთობები და მიმოსვლა. wizzair, რომელიც საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი კომპანია, მისი დამსახურებით ბევრმა ქართველმა ნახა ევროპა, რაც მანამდე შეუძლებელი იყო,” – ამბობს ქეთი დოჭვირი.

ტურისტული კომპანია “Wonderland”-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი იმასაც ამბობს, რომ სავიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ მცირე ბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა საქართველოს ბაზარი დატოვონ, რაც თავის მხრივ ტურიზმსა და ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ტურისტულ კომპანიებს კი გაყიდვები შეუმცირდებათ.

“ჩვენ თუ ისევ სავიზო რეჟიმს დავუბრუნდებით ეს კომპანიები თანდათან გავლენ საქართველოს ბაზრიდან, იმიტომ რომ, მათი დატვირთვის დონე ისეთი ვეღარ იქნება, როგორც მანამდე. განსაკუთრებით დაზარალდება ჩვენი სფეროც. ნებისმიერი პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზე. მარტო ქართველები ხომარ დადიან უცხოეთში, ისინიც ხომ ჩამოდიან? შესაბამისად შემცირებული გადაადგილების გზები ამ ყველაფერს ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ რეალობის წინაშე არ დავდგებით, თუმცა რეალური რისკები არსებობს უკვე. ერთ-ერთ მთავარი სანქცია რაც იქნება, ესაა სავიზო რეჟიმის შეზღუდვა, რომელიც ნეგატიურად აისახება პროცესებზე. უკვე მოქმედებს ნაწილობრივ, ადამიანებს უჭირთ დაგეგმვა, ბევრია შეშინებული იმით, რომ შეილება დაგეგმონ მოგზაურობა და მოულოდნელად სავიზო რეჟიმი დაწესდეს,” – აღნიშნავს ქეთი დოჭვირი ჩვენთან საუბრისას.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=tTwe6U-YyMA[/embedyt]

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის ანტი ევროპული პოლიტიკის გამო, ევროპელი ლიდერები ბოლო რამდენიმე თვეა, სანქცირების თემაზე აქტიურად საუბრობენ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება.

აქვე დაგაინტერესებთ: აშშ-მ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დეპუტატებს, მათი ოჯახის წევრებსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები შეეხოთ.

Post navigation

Previous: აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
Next: არჩევნების შედეგები 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც გაასაჩივრა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

აჭარა თაიმსი მაისი 10, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აჭარა თაიმსი მაისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026
დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა Picture1
  • რეკლამა

დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა

მაისი 9, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.