Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

საიამ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

აჭარა თაიმსი იანვარი 13, 2026
ciala qatamidze_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება აქტივისტ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ძირითადი უფლებების დარღვევას უკავშირდება.

საიას ინფორმაციით, ინციდენტი 2025 წლის იანვარში, ბათუმში მოხდა. 11 იანვარს ციალა ქათამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ, ე.წ. შლაგბაუმთან, ქვაფენილზე წარწერის – „იფიცება საქართველო“ – გაკვრის გამო დააკავეს. დაკავების მომენტში ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა ირაკლი დგებუაძემ განმარტა, რომ ქათამიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე იყო დაკავებული, რაც შენობის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

მოგვიანებით, ციალა ქათამიძის წინააღმდეგ ერთსა და იმავე ფაქტთან დაკავშირებით ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღიძრა. ერთ შემთხვევაში, მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას (173-ე მუხლი) ედავებოდნენ, რის საფუძველზეც სასამართლომ 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მეორე საქმეზე კი, სტიკერის ქვაფენილზე დაკვრის გამო, მას 150-ე მუხლით 1000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში საია მიუთითებს, რომ ციალა ქათამიძის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავება და შემდგომი სამართალწარმოება არღვევდა კონვენციით გათვალისწინებულ რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას. კერძოდ, ორგანიზაცია მიუთითებს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლების (მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი) და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი) დარღვევაზე.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ დაკავება იყო რუტინული და თვითნებური და არ ეფუძნებოდა საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასებას. საიას მტკიცებით, დაკავების გასამართლებლად პოლიციამ 173-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა გაყალბებული ადმინისტრაციული ოქმი, რომელიც, მათივე თქმით, მცდარ ინფორმაციას შეიცავდა, მათ შორის, დამკავებელი პირის ვინაობის ნაწილშიც.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ასაჩივრებს როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოებმა გადაწყვეტილებები უსაფუძვლოდ მიიღეს და ფაქტობრივი გარემოებები არაჯეროვნად დაადგინეს. საიას შეფასებით, საქმეში არ არსებობდა სხვა მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელიც ციალა ქათამიძის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას დაადასტურებდა. ამასთან, მათი განცხადებით, სასამართლოებმა მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილეს და მხოლოდ სამართალდამცველთა ჩვენებებზე დაყრდნობით ცნეს ქათამიძე სამართალდამრღვევად.

საია ასევე მიუთითებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე. ორგანიზაციის განმარტებით, ციალა ქათამიძე მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციის სხვა მონაწილის დაკავების გამო და მისი ქმედებები არ ქმნიდა საფუძველს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევისათვის.

Post navigation

Previous: აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტანი ბათუმიდან არის 
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი გადაარჩინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026
migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე

აგვისტო 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე

აგვისტო 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3 4
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.