Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 4, 2025
_AJARATIMES.GE

საია ინფორმაციით, ორგანიზაცია 2019 წლის 20-21 ივნისის („გავრილოვის ღამის“) შედეგად დაზარალებულთა უფლებებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე იცავს.

ამ ეტაპზე ეროვნული სასამართლოები რამდენიმე დაზარალებულის საქმეზე უკვე დასრულდა და გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შევიდა, რის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურება.

საიას ცნობით, გადაწყვეტილებები შეეხო მათ შორის მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებმაც  მძიმე ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ შსს-სთვის განსაზღვრული ნებაყოფლობითი შესრულების ვადებიც გასულია, უწყება სასამართლოს განჩინებებს არ ასრულებს.

ორგანიზაციის შეფასებით, გაჭიანურდა იძულებითი აღსრულების პროცესი, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიურო თვეების განმავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აჭიანურებდა სააღსრულებო წარმოების დაწყებას.

დაზარალებულები ბიუროსთან კომუნიკაციის გართულებულ პროცესზეც მიუთითებენ, მათი თქმით, მიუხედავად ზეპირი და წერილობითი მიმართვების, სრულყოფილი ინფორმაცია არ მიეწოდებოდათ, რა მიზეზით არ იწყებოდა აღსრულების პროცესი. საია აღნიშნავს, რომ ეს ბიუროს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შეუსრულებლობას წარმოადგენს.

საია ასევე აცხადებს, რომ დაზარალებულთა ნაწილმა სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართა. 2024 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 26 მოქალაქის საქმეზე საქართველო პასუხისმგებლად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის – წამების აკრძალვის – პროცედურული დარღვევის გამო. მოგვიანებით, მომჩივნების მოთხოვნით, საქმე დიდი პალატისთვის გადაეცა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 2025 წლის 11 დეკემბერს, თბილისის დროით 12:30 საათზე, საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს.

საია მოუწოდებს:

  • აღსრულების ეროვნულ ბიუროს – გამოიყენოს ყველა მექანიზმი, რათა დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დროულად აღსრულდეს;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეასრულოს კანონით დაკისრებული მოვალეობები და უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულება.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

აჭარა თაიმსი მაისი 10, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 8, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 8, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026
დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა Picture1
  • რეკლამა

დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა

მაისი 9, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.