Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე 80 შეტყობინება დაფიქსირდა

აჭარა თაიმსი მაისი 7, 2024
_AJARATIMES.GE - 1

აპრილსა და მაისში აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე 80 შეტყობინება შემოვიდა, ამის სესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იტყობინება.

უწყებაში განმარტავენ, რომ შეტყობინებები აქციის მონაწილეებისა და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას შესაძძლო ფაქტებს ეხებოდა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მყისიერად დაიწყო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 67 პირი (მათ შორის 9 ჟურნალისტი), 30 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა; სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები;

მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები;

გარდა ზემოხსენებულისა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, ინტერნეტ სივრციდან, კერძო ობიექტებიდან და საჯარო უწყებებიდან, გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის პროცესი და მათი შესწავლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების ვინაობის შესახებ;

მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით: სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებიც 2024 წლის აპრილისა და მაისის აქციებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (აქციასთან დაკავშირებით) ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას;

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა;

კერძო კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც 2024 წლის აპრილისა და მაისში ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

მიმდინარე საქმის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისს დაიწყო გამოძიება აქციაზე დაშავებული ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია.

გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე;

სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით;

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე;

სხვადასხვა მედია საშუალებებიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: აჭარაში დახვრეტილთა ადგილზე ძმათა სასაფლაოს, ასევე, მუზეუმის მოწყობა უმნიშვნელოვანესია – IDFI
Next: მთავრობას 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის €153 600 გადახდა დაეკისრა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

მაისი 4, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

მაისი 2, 2026
ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

მაისი 4, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge 2
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.