ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
უწყების ცნობით, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათი ბარგისა და ავტომობილების დათვალიერების შედეგად ამოღებულია ოქროს (99.11 გრამი) და ვერცხლის (335.33 გრამი) ნაკეთობები.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 26 066 ლარს შეადგენს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ამასთან, იგი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა.



