სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
სამივე პირი – 1999 წელს დაბადებული ა.შ., 1986 წელს დაბადებული ა.ვ. და 1987 წელს დაბადებული ვ.ა. — საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ,“ – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




Обходи блокировки с помощью рабочего зеркала казино
Battery Aviator game app – long play guaranteed