„საფეხბურთო კლუბი გონიო“ გამოცდილი ქართველი ფეხბურთელით, ავთო ებრალიძით გაძლიერდა. ინფორმაცია ტრანსფერის შესახებ კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად გამოაქვეყნა. 33 წლის მარცხენა ვინგერი გონიოში პორტუგალიური „Lusitania FC Lourosa“-დან გადავიდა.
ავთო ებრალიძემ უცხოეთში კარიერა 2011/12 წლების სეზონში დაიწყო და კარიერის მანძილზე პორტუგალიის, კვიპროსისა და რუმინეთის გუნდებში ასპარეზობდა. საერთო ჯამში, ევროპის ჩემპიონატებში ჩატარებული აქვს 360 მატჩი, აქედან 260 შეხვედრა პორტუგალიის კლუბებში. ებრალიძის ანგარიშზეა 27 გოლი და 45 საგოლე გადაცემა.
ფეხბურთელი გარკვეული პერიოდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ირჯებოდა და ეროვნულ გუნდში სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



