Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა – საქსტატის 2023 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემები

აჭარა თაიმსი თებერვალი 16, 2024
saqstati_ajaratimes.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობამ 131.5 ათასი სული შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.5 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში რძის წარმოებამ 102.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 პროცენტით მეტია. 2023 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 585.4 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.6 პროცენტით აღემატება 2022 წლის შედეგს. იმავე პერიოდში ხორცის წარმოებამ 23.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია.

2023 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 76.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში კვერცხის წარმოება 157.9 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 637.8 მილიონი ცალი და 2022 წელთან შედარებით 2.6 პროცენტით ნაკლები შეადგინა.

Post navigation

Previous: საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება – სააგენტო
Next: ოპოზიცია სოფელ სალიბაურში ამორტიზებული შენობის დემონტაჟსა და მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთებას ითხოვს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველი ბათუმის „ყავის გვირაბი“

სულხან მესხიძე სექტემბერი 12, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ადამიანი ჩამოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“ geka geladze shss_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“

სექტემბერი 14, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 1
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“ geka geladze shss_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“

სექტემბერი 14, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.