Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას – ISFED

აჭარა თაიმსი დეკემბერი 16, 2024
_AJARATIMES.GE

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას – ამის შესახებ ISFED-ში აცხადებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებებით უარესდება დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას.

“ცვლილებების მიღებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი  მოადგილის თანამდებობაზე საჯარო მოხელეები ინიშნებოდნენ განუსაზღვრელი ვადით. მოხელის განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის მიზანია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნა.

განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი.

გარდა ამისა, მათი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას, დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოსილებას შეწყვეტას. მოცემული ცვლილებების შედეგად, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც წლებია ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს, საჯარო სამსახურს, კანონის ამოქმედებისთანავე ყოველგვარი სამართლებრივი გარანტიების გარეშე აღმოჩნდებიან. ა

სევე, გამომდინარე იქიდან, რომ  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ამიერიდან მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, შესაბამისად, მათზე აღარ გავრცელდება მოხელისათვის გათვალისწნებული მოთხოვნები, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის, მოხელის სერტიფიკატისა და ასაკთან დაკავშირებული საკითხები;

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით დანიშნულ იქნას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ცვლილებების მიხედვით კი, რეორგანიზაციის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მსგავსი შესაძლებლობით სარგებლობის  უფლება ჩამოერთმევათ და აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას;
  • ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულება აღარ არის ვალდებული აღადგინოს სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული და სასამართლო ან ზემდგომი ორგანოს მიერ გამართლებული საჯარო მოხელე. ცვლილებები გამორიცხავს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას, მიუხედავად გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასამართლოს მიერ გათავისუფლების უკანონოდ ცნობისა.  ამ შემთხვევაში, მოხელეს მიეცემა მხოლოდ განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გარდამავალ პერიოდში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება ის ნორმები, რომლებიც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს, რაც კიდევ უფრო გააფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებიც რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გზით შეიძლება გათავისუფლდნენ სამსახურიდან;
  • გარდა ამისა, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას;
  • ცვლილებებით გაუქმდა რეორგანიზაციის დროს მოხელისათვის საკლასო დანამატის შენარჩუნების შესაძლებლობა;
  • ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს შეფასების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მას ხელფასიდან 20% დაუკავდება მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მექანიზმი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საჯარო მოსამსახურეთა დასჯის მიზნით.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლება, დაიკავონ ნებისმიერი საჯარო თანამდებობა. საჯარო სამსახურის პირობები, რომლებიც დადგენილია “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებსა და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ნებისმიერი საფუძველი უნდა იყოს განჭვრეტადი და არ უნდა ქმნიდეს მოხელეთა სამსახურიდან თვითნებური გათავისუფლების შესაძლებლობას.

„სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიმართულია საჯარო მოსამსახურეების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ. აღნიშნული ცვლილებების რეალურ მიზანს წარმოადგენს არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ საჯარო მოხელეთა დაშინება, ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის დასჯა და საჯარო უწყებების პარტიულ ინსტრუმენტად გარდაქმნა. ეს კი თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა,” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართე
Next: რა არის ჰემოროიდული დაავადება და როგორ გამოიყენება დეტრალექსი მის სამკუნრალოდ?

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ლევან ურიდია ოქტომბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.