Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

სექსმუშაკების არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა – პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული დასჯა ძალაში დარჩა

აჭარა თაიმსი აპრილი 8, 2026
seqsmushaki_AJARATIMES.GE

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა.

მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ მოქმედი ნორმა არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მათი პოზიციით, სექსმუშაკების დასჯა ვერ უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვას და პირიქით, აფერხებს მათ ჩართულობას სამედიცინო პროგრამებში. ასევე მიუთითებდნენ, რომ სანქციების შიშის გამო, სექსმუშაკები ხშირად თავს იკავებენ ძალადობის ფაქტების შესახებ სამართალდამცავებისთვის ინფორმაციის მიწოდებისგან. ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ისიც, რომ კანონმდებლობა არ განმარტავს „პროსტიტუციის“ ცნებას.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ რეგულაცია ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ზნეობისა და ჯანმრთელობის დაცვას. მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმა ხელს უშლის სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებას და ამცირებს ტრეფიკინგის, ძალადობისა და არასრულწლოვანთა ჩართვის რისკებს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგულაციას აქვს ლეგიტიმური მიზნები, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია. ასევე, გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა დაცვაზე და სექსუალური ექსპლუატაციის პრევენციაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ტერმინი „პროსტიტუცია“ საზოგადოებაში დამკვიდრებული მნიშვნელობის მქონეა და ნორმა განჭვრეტადობის მოთხოვნას აკმაყოფილებს. საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო რეგულაცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

Post navigation

Previous: დასახლება ბათუმში საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გარეშე, ქვეწარმავლები და მღრნელები – მოსახლეობა შველას ითხოვს
Next: ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

მაისი 2, 2026
ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

მაისი 2, 2026
ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.