Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე შსს საგზაო წესებს ამკაცრებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 14, 2025
sagzao usafrTxoeba_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას ისახავს მიზნად. უწყების განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში მანქანების რაოდენობის ზრდამ და მობილობის ინტენსივობამ საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აქცია.

სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება ან მძიმედ ზიანდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. სამინისტროს შეფასებით, არსებული ვითარება მოითხოვს სანქციური პოლიტიკის მკვეთრ გამკაცრებას და იმ დარღვევების გადახედვას, რომლებიც ტრაგედიების მთავარ მიზეზად რჩება.

ცვლილებებით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, ქულათა სისტემა მკაცრდება და რიგ დარღვევებს ახალი კვალიფიკაციაც ემატება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ცვლილებები:

  • მანევრირების წესების დარღვევა – ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე, ხოლო მძღოლის ქულათა რაოდენობა უკლებს 20 ქულით.

  • სიჩქარის გადაჭარბება 15-40 კმ/სთ დიაპაზონში – სანქცია 50-დან 100 ლარამდე იზრდება.

  • უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – ჯარიმა 50 ლარი, ქულათა დაქვითვა – 10 ქულა.

  • მობილურით სარგებლობა მართვის დროს – ჯარიმა 50 ლარამდე.

  • დგომა-გაჩერების წესების დარღვევა – თბილისის მსგავსად, ჯარიმა 50 ლარი გახდება ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, გორში და კურორტებში.

  • „BUS LANE“-ის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა – ახალი დარღვევა, ჯარიმა 200 ლარი.

  • ტროტუარსა და ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება – ახალი დარღვევა, ჯარიმა 100 ლარი და საჭიროების შემთხვევაში მანქანის ევაკუაცია.

შსს-ის განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს საგზაო წესების გამკაცრებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას და სტრატეგიულად იმ მიმართულებების გაკონტროლებას, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც მაღალი რისკების კატეგორიად ითვლება.

Post navigation

Previous: ნარკოდანაშაულისთვის 50 ადამიანი დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026
xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

საქართველოში შემოსავლები და ხარჯები გაიზარდა – საქსტატი

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის ასოცირებულ პროფესორს აქტივისტები შეურაცხყოფასა და ტელეფონის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის ასოცირებულ პროფესორს აქტივისტები შეურაცხყოფასა და ტელეფონის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებენ

მაისი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 28, 2026
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი qobuleti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

მაისი 28, 2026
მირდატ ქამადაძე პარტია „ახალს“ ტოვებს – მიზეზად ხედვებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ასახელებს mirdat qamadadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მირდატ ქამადაძე პარტია „ახალს“ ტოვებს – მიზეზად ხედვებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ასახელებს

მაისი 28, 2026
საქართველოში შემოსავლები და ხარჯები გაიზარდა – საქსტატი xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

საქართველოში შემოსავლები და ხარჯები გაიზარდა – საქსტატი

მაისი 28, 2026
„სარფის“ საბაჟოდან საქართველოში პომიდორის შემოტანას ცდილობდნენ, ბოსტნეულზე მავნე ორგანიზმის კვალი აღმოაჩინეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„სარფის“ საბაჟოდან საქართველოში პომიდორის შემოტანას ცდილობდნენ, ბოსტნეულზე მავნე ორგანიზმის კვალი აღმოაჩინეს

მაისი 28, 2026
ბსუ-ის ასოცირებულ პროფესორს აქტივისტები შეურაცხყოფასა და ტელეფონის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის ასოცირებულ პროფესორს აქტივისტები შეურაცხყოფასა და ტელეფონის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებენ

მაისი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 28, 2026
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი qobuleti_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

მაისი 28, 2026
მირდატ ქამადაძე პარტია „ახალს“ ტოვებს – მიზეზად ხედვებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ასახელებს mirdat qamadadze_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

მირდატ ქამადაძე პარტია „ახალს“ ტოვებს – მიზეზად ხედვებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ასახელებს

მაისი 28, 2026
საქართველოში შემოსავლები და ხარჯები გაიზარდა – საქსტატი xalxi_.ajaratimes.ge 5
  • საქართველო

საქართველოში შემოსავლები და ხარჯები გაიზარდა – საქსტატი

მაისი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.