Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

სოფლის გამგებელი თურქეთიდან საქართველოში გადმოსული ძროხის მოპარვას რეალიზაციას ცდილობდა – მოქალაქე

სულხან მესხიძე მარტი 25, 2024
moqalaqe_ajaratimes.ge

კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, ამავე სოფლის მცხოვრები, გზააბნეული ძროხის მოპარვასა და რეალიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. თემურ გაბიტაძის თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ, თურქეთიდან საქართველოს საზღვარზე ძროხა გადმოვიდა, რომლის დაკვლასაც გამგებელი და მისი თანაშემწე აპირებდნენ.

მოქალაქე “აჭარა თაიმსის” რედაქციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. მისი თქმით, ხუთ თვეზე მეტია, დაკარგული საქონელი  შეფარებული ჰყავს და სურს, პატრონს დაუბრუნოს, თუმცა თურქულ მხარეს ხმა ვერ მიაწვდინა.

თემურ გაბიტაძე გვიყვება, რომ დაკარგული ძროხის შესახებ რეპორტაჟი თურქულმა მედიამ მოამზადა, თუმცა სიუჟეტი უზუსტობებს შეიცავდა. მოქალაქე ამბობს, რომ სოფელში ჩასულ გადამღებ ჯგუფს სოფლის გამგებელი დახვდა და სულ სხვა ძროხა გადააღებინა, რითაც, მისი ვარაუდით, გამგებელმა ელზა ლასტაკანიძემ კვალი დაფარა.

რეპორტაჟი დაკარგულ ძროხაძე, რომელიც თურქულმა მედიასაშუალებამ მოამზადა:

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=gJ4KgQH45EQ[/embedyt]

მოქალაქე იმასაც აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში, ხელვაჩაურის მერთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება სცადა, თუმცა არ მიიღეს. თემურ გაბიტაძემ პოლიციასაც მიმართა, მაგრამ მისი თქმით, სამართალდამცავ უწყებასაც ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=2d70P2ITZRQ[/embedyt]

ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელი ელზა ლასტაკანიძე “აჭარა თაიმსთან” საუბარში ადასტურებს, რომ თურქულ მედიას მართლა სხვა ძროხა გადააღებინა, თუმცა ამ გარემოებას გამგებელი იმით ხსნის, რომ სოფელში ჟურნალისტების ყოფნის პერიოდში, დაკარგული საქონლის ადგილმდებარეობა არ იცოდა.

“თურქეთიდან ჩამოვიდა მედია, ჟურნალისტებმა გვითხრეს, რადგან ამხელა გზა გამოვიარეთ, ძროხის გადაღება გვინდა აუცილებლადო. იმ წუთას არ ვიცოდი, სად იყო დაკარგული ძროხა, ამიტომ მსგავსი, სხვა მოსახლის ძროხა გადავაღებინეთ, ეს იყო რეალური მიზეზი და მეტი არაფერი. მე არ ვიცი, სად არის ძროხა ახლა და არც მაშინ ვიცოდი. მოქალაქეს, რომელმაც მოგმართათ, ჯერ ფსიქოლოგიური პრობლემები რომ აქვს, ეგ შეუმოწმეთ და დანარჩენზე მერე ესაუბრეთ. ხვალვე მივხედავ მაგ საქმეს და შესაბამის უწყებებს ვაცნობებ ბრალდებაზე, რომელსაც მე მიყენებს”, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ელზა ლასტაკანიძემ.

მერის წარმომადგენელმა ელზა ლასტაკანიძემ, ჩვენთან საუბრისას, მოქალაქე ფსიქოლოგიურად არამდგრად პირად მოიხსენია, რაც, სამედიცინო ცნობების გარეშე, დაუშვებელია და დასკვნის არსებობის შემთხვევაშიც, პირის იდენტიფიცირება ამ ფორმით არაეთიკურია.

ინფორმაციისთვის: თემურ გაბიტაძის თქმით, თურქეთიდან კირნათში ძროხის გადმოსვლის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მოქალაქის მტკიცებით, დაკარგულ ცხენებსა და ძროხებს ხშირად კლავენ. 

 

Post navigation

Previous: რატომ ვერ გახსნეს კაფეტერია ბათუმის თოჯინების თეატრში
Next: ბათუმის მერიამ ევროკავშირის გრანტი მოიპოვა – ქალაქის ტერიტორიაზე სათბური აირების გაფრქვევების კერებს შეისწავლიან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი გადაარჩინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026
migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3 2
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.