Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის მასშტაბური გადამოწმება იწყება

აჭარა თაიმსი თებერვალი 20, 2026
qartuli ocneba_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესს იწყებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე  ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 185 ათასს აღემატება, ხოლო მათი წევრების საერთო რაოდენობა დაახლოებით 710 ათასია. ამასთან, მონაცემთა ერთიან ბაზაში სულ რეგისტრირებულია დაახლოებით 400 ათასი ოჯახი, რაც ჯამში 1 მილიონ 300 ათასამდე პირს მოიცავს. აქედან ნახევარზე მეტი ფინანსურ შემწეობას არ იღებს, თუმცა სხვადასხვა სოციალური შეღავათით სარგებლობს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზა წლების განმავლობაში არაერთი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყო. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, სოციალური მხარდაჭერის გასაფართოებლად, ორჯერ გაიზარდა ის ქულის ზღვარი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. შედეგად, სახელმწიფოს დახმარებას დღეს უფრო მეტი ოჯახი იღებს, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, ქულა უცვლელი რომ დარჩენილიყო.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და ოჯახების გადამოწმება პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა. ამის გამო, ბაზაში დღემდე რჩებიან ოჯახები, რომელთაც უკვე აღარ აქვთ სოციალური დახმარების ობიექტური საჭიროება. სარჯველაძემ კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა, როდესაც ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები ფლობენ ძვირადღირებულ ავტომობილებს, იღებენ მაღალ შემოსავალს ან სარგებლობენ მსხვილი საბანკო სესხებით.

მისი თქმით, გადამოწმების მიზანია, ბაზაში დარჩნენ მხოლოდ ის ოჯახები და პირები, რომლებიც რეალურად აკმაყოფილებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და საჭიროებენ სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერას. პროცესი, მინისტრის განმარტებით, წარიმართება მკაცრი კონტროლის პირობებში და მოითხოვს ხანგრძლივ, სკრუპულოზურ მუშაობას.

გადამოწმება მომდევნო თვეებში ეტაპობრივად განხორციელდება. პრიორიტეტულად შემოწმდებიან ის ოჯახები, რომელთა შემთხვევაში არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ისინი აღარ აკმაყოფილებენ სოციალური შემწეობის მიღების პირობებს. ერთ-ერთ ასეთ ინდიკატორად განისაზღვრება უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად მინიმუმ 2000 ლარის შემოსავლის მიღება.

Post navigation

Previous: ბათუმის საქალაქო სასამართლოს მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ოჯახი აპროტესტებს
Next: ხელვაჩაურში მოპედი მოიპარეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 13, 2026
qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 13, 2026
xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026
დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში police_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

სექტემბერი 13, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge 5
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.