Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
zurab karchava_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2026 წლის 23 ივნისს საქმეზე „ქარჩავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ბათუმში კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა.

საქმე ეხება 2022 წლის 28 დეკემბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ, მემედ აბაშიძის ძეგლთან გამართულ ერთი კაცის საპროტესტო აქციას. ზურაბ ქარჩავა საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების არარსებობას აპროტესტებდა და ამ მიზნით კარავი ჰქონდა გაშლილი.

საიას ცნობით, ადგილზე პოლიციამ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა. სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ აქცია საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას უშლიდა ხელს, არსებობდა მემედ აბაშიძის ძეგლის დაზიანების საფრთხე და პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას აფერხებდა.

სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის დაკავება, პროტესტის ადგილიდან იძულებით გაყვანა და შემდგომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა წარმოადგენდა ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში, რომელიც უნდა შეფასებულიყო შეკრების თავისუფლების კონტექსტშიც.

სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს არგუმენტები და მიუთითა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეისწავლეს, რეალურად იდგა თუ არა კარავი კანონით განსაზღვრულ დაშორებაზე და არსებობდა თუ არა რაიმე რეალური საფრთხე. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ მშვიდობიან პროტესტს არც ძეგლისთვის შეუქმნია საფრთხე და არც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.

ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სანქცია არ იყო პროპორციული, რადგან საქმე მხოლოდ სიტყვიერ შენიშვნას არ შეეხებოდა, აქტივისტი დააკავეს, აქციის ადგილიდან გაიყვანეს და 24 საათის განმავლობაში პატიმრობაში ამყოფეს, რასაც სასამართლოს შეფასებით შეეძლო გამოხატვის თავისუფლებაზე ე.წ. „მსუსხავი ეფექტი“ მოეხდინა.

გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს ზურაბ ქარჩავას სასარგებლოდ 1 000 ევროს გადახდა დაეკისრა, რაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026
mezgvauri, zgva_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ოჯახი მეხუთე დღეა გაუჩინარებულ მეზღვაურს ეძებს

აჭარა თაიმსი ივნისი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.