Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

უსკოს თავმჯდომარეობა პარმენ ჯალაღონიას აღარ სურს – თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
parmen jalagonia_AJARATIMES.GE

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობა პარმენ ჯალაღონიას აღარ სურს, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე კანდიდატთა განაცხადები გამოქვეყნდა. წარმოდგენილ სიაში მოქმედი თავმჯდომარის სახელი აღარ ფიგურირებს.

„10 წელია, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვარ და მოცემულ ვითარებაში, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, გავაკეთე. ორგანიზაციაშიც და პროფესიულ საქმიანობაშიც ცვლილებების დროა. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება და ამ არჩევანის წინაშე ვიდექი, თუმცა უსკოს თავმჯდომარეობის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი, რადგან ეს თანამდებობა მემკვიდრეობით არა,“ – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ ჩვენთან საუბრისას.

უსკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – მარიამ გუგუნავა და პაატა კეშელავა.

გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, მარიამ გუგუნავა უსკოს მოქმედი წევრია. პაატა კეშელავა კი ამჟამად აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობს, ის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებს.

ცნობისთვის, პარმენ ჯალაღონია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 2016 წელს შევიდა.

პარმენ ჯალაღონიას მეჯვარეა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. სავარაუდოდ, სწორედ ეს გარემოება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჯალაღონიას უსკოში მესამე ვადით დარჩენის შესაძლებლობა აღარ მიეცა. მას შემდეგ, რაც რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა, მისი გუნდის წევრებად ან მასთან დაკავშირებულ კადრებად მიჩნეულმა არაერთმა პირმა დატოვა დაკავებული პოზიცია.

„აბსოლუტურად მესმის, საითაც მიგყავთ საუბარი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად არ უკავშირდება ამ საკითხს,“ – განაცხადა პარმენ ჯალაჟონიამ თემის კომენტირებისას. 

 

თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და კითხვებს თავად უპასუხებს – დავით რიჟვაძე

 

Post navigation

Previous: თვეებია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსში კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტები არ აქვთ
Next: დეპუტატი და ბიზნესმენი გიორგი ჭყონია შპს „გზას“ ასხვისებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 6, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სულხან მესხიძე სექტემბერი 5, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

სექტემბერი 6, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

სექტემბერი 6, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.