Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვერ სრულდება – მერია კითხვებს გაურბის

სულხან მესხიძე აგვისტო 6, 2024
kulturis saxli_AJARATIMES.GE

ქობულეთში, კულტურის სახლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა. კომპანიამ ხელშეკრულების პირობები და ვადების გახანგრძლივება რამდენჯერმე მოითხოვა, რასაც მერია უპირობოდ თანხმდება. დოკუმენტში სულ მცირე, ცვლილება ცხრაჯერ შევიდა. ბოლო ცვლილების თანახმად, ვადა ერთ თვეში იწურება, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

ხელშეკრულების თანახმად, შპს “ნიკამ” შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს, რომლის ბიუჯეტი 840 718.92 ლარს შეადგენს. თანხის 96 პროცენტი მერიას კომპანიისთვის უკვე გადახდილი აქვს. სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ქობულეთის მერიამ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების დაწილი დაიწუნა და შპს “ნიკას” ხარვეზების აღმოფხვრა მოსთხოვა.

“სამწუხაროდ კომპანიამ ვადები დაარღვია. სამუშაოები ახლა ჯარიმების ფონზე მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება” – ეს კომენტარი ქობულეთის მერის ყოფილს მოადგილეს, დავით ვერულიძეს ეკუთვნის, რომელიც “აჭარა თაიმსს” 29 თებერვალს მისცა.

ერთი წლის თავზე კულტურის სახლი ვიზუალურად თითქმის არ შეცვლილა, ხარვეზები დღესაც თვალსაჩინოა. შენობის ფასადი შელახული, შენობაში კი კედლები დაზიანებულია. გაჭიანურებული სამუშაოების გამო, თანამშრომლებს მუშაობა ერთ ოთახში უწევთ, ხოლო სცენაზე ღონისძიებების გამართვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

იმის გამო, რომ კულტურის სახლის რეაბილიტაცია თავდაპირველად დათმულ ვადებში არ დასრულებულა რიგი ღონისძიებები ვერ იმართება. ორგანიზატორებს, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი, სოლო კონცერტის ჩატარება ღია ცის ქვეშ მოუწიათ. 

რა ეტაპზეა სამუშაოები, როდის დასრულდება რეაბილიტაცია, რატომ შევიდა ხელშეკრულებაში ცვლილებები და რატომ თანხმდება კომპანიის მოთხოვნებს უპირობოდ ქობულეთის მერია – კითხვებზე უწყებაში არ გვიპასუხეს. 

ინფორმაციისთვის: შპს “ნიკას” სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული აქვს: 23,952,569.25, ხოლო პირდაპირი კონტრაქტებით: 12 – 138,476.16 ₾არი.

tendermonitor.ge-ის ინფორმაციით, კომპანიას დღეის მდგომარეობით 301 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის 12 გამარტივებული შესყიდვაა, აქედან 27.9 % მოგებული აქვს.

 

Post navigation

Previous: რა აჩვენა ბათუმის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის კვლევამ
Next: აშშ-მ საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის დაფინანსება შეაჩერა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

kvariati,sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026
JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს 261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

ივლისი 9, 2026
დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.