Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთში არსებული ნაგავსაყარი ამ დრომდე არ ამოქმედებულა – პროექტის დასრულების ვადები კვლავ გაურკვეველია

სულხან მესხიძე მაისი 20, 2025
cecxlauris nagavsayreli_AJARATIMES.GE

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში მდებარე ახალი სანიტარული ნაგავსაყარი კვლავ არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამოქმედება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის არალეგიტიმური მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პროექტის სამშენებლო ნაწილი დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური აღჭურვის ეტაპი.

ჯაბა ფუტკარაძე დღესაც იმავეს იმეორებს, რასაც რამდენიმე წლის წინ. კერძოდ, მისი თქმით, მიმდინარეობს ნაგავსაყარის ტექნიკური აღჭურვა და ახალი მყარი ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა.

„მიუხედავად მრავალი სპეკულაციისა, მათ შორის თქვენს მიერ დასმულ კითხვაშიც, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი გარკვეულია. პროექტი აქტიურად მიმდინარეობს – დასრულებულია სამშენებლო ეტაპი და ახლა მიმდინარეობს დასკვნითი, აღჭურვის ფაზა. უკვე შერჩეული გვყავს საერთაშორისო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ახალი მყარი ნარჩენების მართვის სისტემის ტექნიკურ აღჭურვას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ნარჩენების მექანიკური, ასევე ბიოლოგიური დამუშავება. აუცილებელია ასევე შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობა, რაც ამ ეტაპზე პროცესშია. გარდა ამისა, დაგეგმილია ბათუმში არსებული ნაგავსაყარის კონსერვაცია, რის პროექტირებასაც ესპანური კომპანია ახორციელებს,“ – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

მიუხედავად ამისა, პროექტის ამოქმედების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. ფუტკარაძე ამბობს, რომ ნაგავსაყარის ოპერირება მიმდინარე წელს დაიწყება, თუმცა კონკრეტულ ვადაზე საუბარს თავს არიდებს.

ცნობისთვის: პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო სესხია, ხოლო 4 მილიონი – გრანტი. ნაგავსაყარის ტექნიკური აღჭურვის კომპონენტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დამატებით 28 მილიონი ევროს დაფინანსებით უზრუნველყოფს.

ინფორმაციისთვის: პროექტი ითვალისწინებს ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობასა და ბათუმისა და ქობულეთის ორ არასტანდარტულ პოლიგონზე ეტაპობრივად დახურვას. თუმცა დღემდე, ნარჩენების განთავსება ისევ ადლიის ნაგავსაყარზე ხდება, რომელიც არაოფიციალურად 1965 წლიდან ფუნქციონირებს.

გარემოება: გაურკვეველი რჩება, როდის შეწყდება დროებით პოლიგონებზე ნარჩენების განთავსება და როდის ამოქმედდება სრულად ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ნაგავსაყარი. პროექტის გაჭიანურების ფონზე, სახელმწიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან თანხებს იხდის სესხის მომსახურებისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.

Post navigation

Previous: ბათუმში N7 და N7ა ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება 
Next: „ქართული ოცნების“ შიდა უკმაყოფილება: დეპუტატმა თანაგუნდელი დაპირების შეუსრულებლობაში ამხილა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აგვისტო 4, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026
dachra_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ივლისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 5
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.