Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

როდის მოხდება ცეცხლაურში არსებული ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში მიღება დღემდე გაურკვეველია

სულხან მესხიძე მარტი 6, 2024
nagavsayari_ajaratimes.ge

როდის მოხდება ცეცხლაურში არსებული ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში მიღება დღემდე გაურკვეველია. თავდაპირველი დათქმის თანახმად, პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულში იგეგმებოდა.

რატომ არ დასრულდა პროექტი დათქმულ ვადებში – კითხვას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მეტწილად არ პასუხობდა, ცალკეულ შემთხვევებში კი სხვადასხვა მიზეზი სახელდებოდა. ბოლოს მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში მიღება 2023 წელს მოხდებოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრი გვარწმუნებს, რომ პროექტის ექსპლუატაციაში მიღება მალე მოხდება, თუმცა ტიტე აროშიძე თარიღის დაზუსტებისგან თავს იკავებს. დეპუტატმა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე ტენდერია გამოცხადებული, რაც საჭირო მოწყობილობების შესყიდვას გულისხმობს.

“2024 წლის მეორე ნახევრისთვის ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება. გარკვეული ტენდერები უკვე გამოცხადებულია, შესაძენია დამატებით მოწყობილობები, რაც ნაგავსაყრელის ოპერირებისთვის არის აუცილებელი. დამატებითი სამუშაოებია შესასრულებელი, რაც დროს მოითხოვს. არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც პროექტის ექსპლუატაციაში მიღება შეფერხდა,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ტიტე აროშიძემ. 

ინფორმაციისთვის: პროექტს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტრო EBRD-ის ხელშეწყობით ახორციელებს. ბიუჯეტი 7 მილიონი ევროა. აღჭურვილობისთვის კი, დამატებით 25 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროექტი ითვალისწინებს: ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობას ცეცხლაურში, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის ორი არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყარის ეტაპობრივ დახურვას.

დღემდე ნარჩენები ადლიის პოლიგონზე იყრება. არაოფიციალური ნაგავსაყარი 1965 წლიდან  ფუნქციონირებს.

 

Post navigation

Previous: ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს
Next: რა კეთდება კაფე “გარდენსის” ნაცვლად – კითხვას ბათუმის მერიაში არ პასუხობენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026
Sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 22, 2026
sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„სარფის“ საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღი და 98 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3 2
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.