Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი მარტი 6, 2024
policia_ajaratimes.ge

თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ამის შესახებ შსს იტყობინება.

უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ბ.ნ., 1999 წელს დაბადებული ი.ბ., 1989 წელს დაბადებული ე.ხ., წარსულში ნასამართლევები -1986 წელს დაბადებული მ.ე., 2003 წელს დაბადებული ლ.უ. და 1985 წელს დაბადებული რ.ჯ.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ე.ხ. -სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული რ.ჯ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „მეტადონი“, ხოლო ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად „ჰაშიში“ ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ლ.უ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის – „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ლ.უ.- ს მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული მარიხუანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში ბ.ნ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 60 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეფედრონი”. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. ნარკოტიკულ საშუალებებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების „მეტადონის“ და „ალფა პვპ“ – ს შემცველი ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ი. ბ. – ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, ნარკოტიკულ საშუალების შემცველი 43 ძირი მცენარე კანაფი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება “სუბოტექსი” და “მარიხუანა”. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 265-ე მუხლებითა და 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ბათუმში, “ქართული ოცნების” შემწირველმა კომპანიამ ხეები ჩააბეტონა
Next: როდის მოხდება ცეცხლაურში არსებული ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში მიღება დღემდე გაურკვეველია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება

ოქტომბერი 26, 2026
ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ოქტომბერი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 26, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება

ოქტომბერი 26, 2026
ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ოქტომბერი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 26, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.